საათი საიდანაც დაიწყო კომპანიის ისტორია, ვფიქრობ ისევ ჩავუშვა წარმოებაში და ავაწყო საქართველოში“ - ციკოლია

02 Mar 2021 19:53

საათი საიდანაც დაიწყო კომპანიის ისტორია, ვფიქრობ ისევ ჩავუშვა წარმოებაში და ავაწყო საქართველოში“ - ამის შესახებ, ქართველი დიზაინერი ზვიად ციკოლია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.


„მ-21, საათი საიდანაც დაიწყო კომპანიის ისტორია. ვფიქრობ ისევ ჩავუშვა წარმოებაში ამჯერად უკვე ავტომატური მექანიზმით და ავაწყო საქართველოში,“-წერს ციკოლია.


წარმოების საქართველოში გადმოტანაზე ციკოლია ჯერ კიდევ 2019 წელს საუბრობდა. როგორც მაშინ დიზაინერმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, აქვს ამბიცია, რომ შვეიცარიულზე უკეთესი საათების დამზადება საქართველოშიც შესაძლებელია.


ზვიად ციკოლიამ საათების კერძო კომპანია „UNIQ“ 2011 წელს დააარსა, რომლის ყველა მოდელის დიზაინი შექმნილია საქართველოში და წარმოებულია შვეიცარიაში. 2015 წლიდან კი საათები მისი გვარით TSIKOLIA – გამოდის.



ipn.ge 






კომენტარები:

ფართი შოპი