ლევან ბოძაშვილი - ხელისუფლებას მოუწევს ბრიუსელში პასუხის გაცემა და არა ოპოზიციას - ველოდები, რომ უახლოეს ორ კვირაში მელიას გათავისუფლების იურიდიული ფორმა გამოიძებნება

02 Mar 2021 21:09

მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე, ხელისუფლების მოუწევს პასუხის გაცემა ორ კვირაში ბრიუსელში და არა ოპოზიციას,- ამის შესახებ ექსპერტმა ლევან ბოძაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტის შედეგების შეჯამებისას განაცხადა.


ბოძაშვილის განმარტებით, ხელისუფლების მხრიდან პასუხიმსგებლობა გამოიხატება იმ მნიშვნელოვანი მოთხოვნების დაკმაყოფილებაში, რომელიც აქვს ოპოზიციას და ეს, პირველ რიგში, არის ნიკა მელიას გათავისუფლება.


ექსპერტის თქმით, ის ელოდება, „რომ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მელიას გათავისუფლების იურიდიული ფორმა მოიძებნება“.


ამასთანავე, ბოძაშვილის განმარტებით, შარლ მიშელის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯი იყო, რომ ის თავად აპირებს მხარეთა შორის კომპრომისის გამოძებვნას და ამ კომპრომისზე მხარეების დათანხმებასა და დაყოლიებას.


„გუშინდელი შეხვედრიდან რა შთაბეჭდილებაც დარჩა, ჩემი აზრით, ეს იყო ევროკავშირის ინტერესი საქართველოში, რომ პოლიტიკური კლასი პრობლემურ საკითხებზე დათანხმების ეტაპზე გადავიდეს, რომ ეს რადიკალიზმი ამოიძირკვოს საქართველოს პოლიტიკიდან, თუნდაც უახლოესი მომავლის პერიოდში. ევროკავშირს ძალიან დიდი თანხები აქვს საქართველოში ჩადებული როგორც გრანტების, ინვესტიციების, დახმარებების სახით და არც ერთ შემთხვევაში ევროკავშირი არ დაეთანხმება იმას, რომ ქვეყანა წავიდეს რადიკალიზმისა და არეულობის გზით“, - განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.


მისივე განმარტებით, ჩვენი პოლიტიკური კულტურის უმწიფრობისა პრობლემაა, რომ საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს არ შეუძლია არაგრესიული, ერთმანეთსა და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოება.


„პოლიტიკური პარტიების ძალიან დიდი ნაწილი, განსაკუთრებით რადიკალური პოლიტიკური პარტიებისა, ატარებს კვლავაც კომუნისტურ მენტალიტეტს იმ თვალსაზრისით, რომ ისინი არ ცდილობენ, ქვეყნის ინტერესებზე მაღლა არ დააყენონ საკუთარი ინტერესები და კომუნისტურ მენტალიტეტში ამ შემთხვევაში იგულისხმებოდა, რომ ვიღაცამ უნდა გადაგიწყვიტოს პრობლემები. ამ შემთხვევაში, ყველა პარტია და პარტიული ლიდერები, რომელიც რადიკალიზმის მომხრეა, როგორიც არის სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია, ხელის შეშლა საქმიანობის, პარლამენტში არ შესვლიდან დაწყებული, დასრულებული რევოლუციური სცენარების განხორციელებით, არიან პირდაპირ დაპირისპირებული ევროპულ პოლიტიკის კულტურასთან და ესთაბლიშმენტთან, ყველაფერთან რაზეც ევროპა და ევროკავშირი დგას“, - განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.





კომენტარები:

ფართი შოპი