მამუკა ხაზარაძე "ქართულ ოცნებას" - jonson&Jonson-ის 11 მილიონი ვაქცინა უკვე სამხრეთ აფრიკამ იყიდა - უნდა აღიაროთ სახალხოდ, რომ არაფრისმაქნისები ხართ

03 Mar 2021 13:12

ოცნება! როდემდე უნდა გააგრძელოთ ქვეყნის უკუსვლა? , - ამის შესახებ "ლელოს" თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.


როგორც ხაზარაძე წერს, ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა.


"Jonson&Jonson ის 11 მილიონი ვაქცინა უკვე სამხრეთ აფრიკამ იყიდა, ვაქცინა რომელიც ორი დღის წინ დაარეგისტრირა ამერიკის FDA- მ. უნდა აღიაროთ სახალხოდ, რომ არაფრის მაქნისები ხართ ჩვენდა სამწუხაროდ. ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა! ქვეყანას სჭირდება ახალი არჩევნები! ქვეყანას სჭირდება პროფესიონალი მენეჯმენტი! დროის გაწელვის სხვა ყველა მცდელობა უფსკრულისკენ მიგვაქანებს", - წერს ხაზარაძე.





კომენტარები:

ფართი შოპი