ავთანდილ ცინცაძემ 9 შვილიან მშობელს დედის დღე მიულოცა

03 Mar 2021 18:33

თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ავთანდილ ცინცაძე მის სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ, ტალიაშვილების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა და 9 შვილის დედას ნინო მარჯანიშვილს დედის დღე მიულოცა. ავთანდილ ცინცაძემ ნინო ტალიაშვილს სიმბოლური საჩუქრები გადასცა და ქვეყნისთვის საამაყო შვილების აღზრდა უსურვა.


„მრავალშვილიანი დედები ჩვენი მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ. იყო 9 შვილის მშობელი დიდი გმირობის ტოლფასია. ოჯახში, რომელშიც დღეს ვიმყოფებოდი, 9 არაჩვეულებრივი ბავშვი იზრდება. მინდა, მათ ბედნიერი ბავშვობა და ნათელი მომავალი, მათ მშობლებს კი მხნეობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო“ - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი