ზეთი 34 %- ით გაძვირდა, შაქარი 14% -ით, თევზი - 10.6%, პური - 8.7%

03 Mar 2021 19:05

პროდუქტი და მედიკამენტები გაძვირდა, გაღარიბებულ მოსახლეობას ეს კიდევ უფრო მძიმე ტვრითად დააწვა. რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდენ მოვაჭრეებიც. გაძვირებული ფასის გამო მათ პროდუქციის რეალიზება უჭირთ.


საქსტატის მონაცემებით, თებერვალში წინა წელთან შედარებით, ზეთი 34 %- ით გაძვირდა, შაქარზე ფასმა 14% -ით მოიმატა.  თევზეული -10.6%-ით არის გაძვირებული, პური  8.7%-ით , ხოლო რძის ნაწარმის ფასი კი 6,4 %-ით არის გაზრდილი. 


გაძვირდა მედიკამენტებიც.

სპეციალისტებისთვის ფასების მატება მოულოდნელი არ არის, მაშინ როცა  ქვეყანაში ზედიზედ ორჯერ  გამოცხადებული ლოქდაუნის გამო მოსახლეობის უმრავლესობამ  შემოსავალი დაკარგა, შეჩერდა ბიზნესის მუშაობა და ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდა. 


ეკონომიკის ექსპერტები ამბობენ რომ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა სწორი ეკონომიკური პოლიტიკაა რაც გადასახადების შემცირებას გულისხმობს. თუმცა იქამდე აუცილებელია ვაქცინაციის პროცესი მაქსიმალურად სწრაფად დაიწყოს, იმისთვის რომ პანდემია შეჩერდეს და ბიზნესმა მუშაობის განახლება შეძლოს.


რა გეგმა აქვს ხელისუფლებას და როგორ აპირებს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას ამაზე მმართველ გუნდში არავინ საუბრობს. 



mtavari arkhi 






კომენტარები:

ფართი შოპი