დავით ზილფიმიანი - გამოკითხვა რომ ჩაატაროთ, მხოლოდ ორი პარტია რომ იღებდეს არჩევნებში მონაწილეობას - „ევროპელი სოციალისტები“ და „ნაცმოძრაობა“, დღესაც კი მოუგებს „ევროპელი სოციალისტები“ „ნაცებს“

03 Mar 2021 20:09

გამოკითხვა რომ ჩაატაროთ, მხოლოდ ორი პარტია რომ იღებდეს არჩევნებში მონაწილეობას - „ევროპელი სოციალისტები“ და „ნაცმოძრაობა“, დღესაც კი მოუგებს „ევროპელი სოციალისტები“ „ნაცებს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ევროპელი სოციალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზილფიმიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.


ამასთან, როგორც მან აღნიშნა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, ვიდრე საგამოძიებო კომისია შედეგს არ დადებს, არარელევანტურია.

„ვიდრე კომისია არ დაამთავრებს მუშაობას, რიგგარეშე არჩევნები არარელევანტურია, მე მაშინ იქ არ უნდა ვიყო, რადგან იქ ვარ, ეს ნიშნავს, რომ წინააღმდეგობაში მოვდივარ ჩემს თავთან. თუმცა, თუ შევთანხმდებით პლებისციტზე, ეს კარგიც იქნება. დღეს რაც გააკეთა ძველმა გვარდიამ „ნაცმოძრაობის", ისეთი კატასტროფული სიჩქარით დაკარგა რეიტინგი, შეკითხვა რომ დასვას რომელიმე ტელევიზიამ ან კვლევითმა ორგანომ - მხოლოდ ორი პარტია რომ იღებდეს არჩევნებში მონაწილეობას, „ევროპელი სოციალისტები“ და „ნაცმოძრაობა“, ვის მისცემდით ხმას, დღესაც კი მოუგებს „ევროპელი სოციალისტები“ „ნაცებს“, იმდენი სისულელე ჩაიდინეს, სისულელე არ ჰქვია, ბოროტება ჰქვია, "-განაცხადა ზილფიმიანმა.





კომენტარები:

ფართი შოპი