საბერძნეთში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. Reuters-ის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ელასონადან 20 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა. მიწისძვრის ბიძგები საბერძნეთის მეზობელ ქვეყნებში- ალბანეთში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და მონტენეგროშიც იგრძნობოდა.
სტიქიურ უბედურებას რამდენიმე განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.
ipn.ge