ვინ არის შარლ მიშელი?

03 Mar 2021 21:57

შარლ მიშელი პოლიტიკაში 16 წლის ასაკში გამოჩნდა, როდესაც მამამისის, ბელგიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრისა და ევროკომისრის, ლუი მიშელის პარტია „რეფორმატორულ მოძრაობაში“ გაწევრიანდა. მას შემდეგ მისი კარიერა ელვის სისწრაფით ვითარდება.


23 წლის ასაკში ის წარმომადგენელთა პალატის ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახდა, ხოლო 24-ისა ვალონიის რეგიონალურ მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნეს.


2011 წელს მიშელი „რეფორმატორული მოძრაობის“ თავმჯდომარედ აირჩიეს და უკვე 2012 წელს მან ვალონიის პარლამენტში სოციალისტურ პარტიას უმრავლესობა წაართვა.


2014-ში, 38 წლის ასაკში, ის ბელგიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი ხდება და შეთანხმების საფუძველზე ფლანდრიულ მემარჯვენე ნაციონალისტურ პარტია NV-A-სთან ერთად ქმნის კოალიციურ მთავრობას, რომელსაც მედიაში „კამიკაძე კოალიცია“ შეარქვეს. 

ანალიტიკოსები ლიბერალებისა და ნაციონალისტების ამ გაერთიანებას ხანმოკლე სიცოცხლეს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა მან, მიუხედავად პროგნოზებისა, ოთხი წელი იარსება და 2018 წლის დეკემბერში დაიშალა, შარლ მიშელი კი თანამდებობიდან გადადგა.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტად ის 2019 წლის ივლისში აირჩიეს და ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი ლობისტი ევროკავშირის ყველაზე მძლავრი წევრის, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი იყო.



mtavari arkhi .





კომენტარები:

ფართი შოპი