რას ამბობს გრიგორი კარასინი საქართველოსთან ავიამიმოსვლაზე?

04 Mar 2021 00:42

სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის პირ­და­პი­რი ავი­ა­მი­მოს­ვლის გა­ნახ­ლე­ბის სა­კი­თხი გა­და­უ­წყვე­ტე­ლი რჩე­ბა, მათ შო­რის, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ამის შე­სა­ხებ „ტასს“ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რმა გრი­გო­რი კა­რა­სინ­მა გა­ნუ­ცხა­და.


"იმის­თვის, რომ ავი­ა­მი­მოს­ვლის სა­კი­თხი იმ წერ­ტი­ლი­დან და­იძ­რას, რო­მელ­ზეც დგას, სა­ჭი­როა, რომ კო­ვიდს დავ­შორ­დეთ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ეს ყვე­ლა­ფე­რი ატა­რებს თე­ო­რი­ულ ხა­სი­ათს"“, - გა­ნა­ცხა­და კა­რა­სინ­მა.


მან­ვე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე, 1-ელი მარ­ტი­დან რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მათ სი­ა­ში ჩას­მა­ზე, ვი­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში შეს­ვლა შე­უძ­ლია, თუკი კო­რო­ნა­ვირუ­სის ტესტზე უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი ექ­ნე­ბა, კა­რა­სინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მთლი­ა­ნო­ბა­ში, ქარ­თუ­ლი მხა­რე ისე­დაც ყო­ველ­თვის მზად იყო რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­სა­ღე­ბად.


„მაგ­რამ ავი­ა­მი­მოს­ვლის გა­სა­ახ­ლებ­ლად სა­ჭი­როა აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის შექ­მნა, რათა ჩვენ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, ვინც იქ გამ­გზავ­რე­ბას გეგ­მავს, თავი უსაფრ­თხოდ იგ­რძნონ. ახლა კი ამას და­ე­მა­ტა სა­მე­დი­ცი­ნო და ჯან­მრთე­ლო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა. ეს რთუ­ლი თე­მაა, რო­მე­ლიც ხე­ლის ერთი დაქ­ნე­ვით არ გა­და­წყდე­ბა“ , - გა­ნა­ცხა­და კა­რა­სინ­მა.


რუ­სეთ­მა პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ბრძა­ნე­ბით 2019 წლის 8 ივ­ლი­სი­დან სა­ქარ­თვე­ლოს­თან ავი­ა­მი­მოს­ვლა ცალ­მხრი­ვად შე­წყვი­ტა.



ამბები.ge 






კომენტარები:

ფართი შოპი