სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7, 022 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.7 პროცენტით ნაკლებია.
საანგარიშო პერიოდში რუსეთში პროდუქციის იმპორტი კი 2.1%-ით, ხოლო ექსპორტი 21.4%-ით შემცირდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რას ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთში:
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - 70 150 800 დოლარი
- ფეროშენადნობები - 68 117 900 დოლარი
- მინერალური და მტკნარი წყლები - 26 519 700 დოლარი
- სპირტიანი სასმელები - 19 194 000 დოლარი
- ახალი გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნოშო - 17 093 900 დოლარი
რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 86 763 900 დოლარი
- ხორბალი და მესლინი - 68 880 400 დოლარი
- ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - 24 402 800 დოლარი
- მზესუმზირის ზეთი - 20 833 400 დოლარი
- სატელეფონო აპარატები - 19 141 800 დოლარი.
ამბები.ge