არ ვიცი დედაჩემი როგორ გაუმკლავდა ყველაფერს მარტო, ჩვენ ერთმანეთი მაინც გვყავს" - პრინც ჰარის ემოციური კომენტარი ოპრასთან

04 Mar 2021 12:50


"არ ვიცი დედაჩემი როგორ გაუმკლავდა ყველაფერს მარტო, ჩვენ ერთმანეთი მაინც გვყავს" - პრინც ჰარის ემოციური  კომენტარი ოპრასთან

პრინ­ცი ჰარი და მისი მე­უღ­ლე მე­გან მარ­კლი უკვე ერთ წელ­ზე მე­ტია, რაც დიდი ბრი­ტა­ნე­თი­დან წა­ვიდ­ნენ და სა­მე­ფო პრი­ვი­ლე­გი­ებ­ზე უარი თქვეს. თა­ვად ამ­ბო­ბენ, რომ სურთ, უბ­რა­ლოდ ჰარი და მე­გა­ნი იყ­ვნენ, ყო­ველ­გვა­რი რე­გა­ლი­ე­ბის გა­რე­შე, თუმ­ცა ბრი­ტა­ნულ მე­დი­ა­ში მათ ჯერ კი­დევ სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გად და ჰერ­ცო­გი­ნი­ად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.

წყვი­ლი მე­ო­რე შვილს ელო­დე­ბა. ისი­ნი ბრი­ტა­ნე­თი­დან წას­ვლის შემ­დეგ იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბი­ან კა­მე­რე­ბის წინ და ცდი­ლო­ბენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის მი­პყრო­ბას თავი აა­რი­დონ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკვე საკ­მაო დრო გა­ვი­და წყვი­ლის აშშ-ში გა­და­ბარ­გე­ბი­დან, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში მათ შე­სა­ხებ ამ დრომ­დე ყვე­ლა­ზე მეტს სა­უბ­რო­ბენ და ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი აკ­რი­ტი­კებს სა­მე­ფო ოჯა­ხი­დან წას­ვლის გამო.

თუმ­ცა პრინ­ცის­თვის მთა­ვა­რი თა­ვის ოჯახ­ზე ზრუნ­ვა და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბაა. სწო­რედ ეს იყო მი­ზე­ზი, რის გა­მოც ჰა­რიმ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

7 მარტს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ოპრა უინფრის­თან ჰა­რი­სა და მე­გა­ნის ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უს ნა­ხავს, თუმ­ცა წი­ნას­წარ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი 30-წა­მი­ა­ნი თი­ზე­რით უკვე ცნო­ბი­ლია, რის შე­სა­ხებ ისა­უბ­რე­ბენ ისი­ნი.




ამბები.ge 







კომენტარები:

ფართი შოპი