არჩილ თალაკვაძე გოგა მაისურაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

04 Mar 2021 13:22

ძალიან ვწუხვარ წარმატებული ბიზნესმენის, „ლოპოტა სპა რეზორტის“ დამფუძნებლის გოგა მაისურაძის გარდაცვალების გამო.

 

ის იყო სამაგალითო ადამიანი და მოქალაქე, ბიზნესის ახალი თაობის წარმომადგენელი, რომელმაც იდეის, გრძელვადიანი ხედვის და დაუღალავი შრომის შედეგად, შექმნა საამაყო, დამოუკიდებელი ქართული ბრენდი, პროგრესული, მწვანე ეკონომიკური პროექტი და ახალი სამუშაო ადგილები.

 

სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.

 

 

არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.






კომენტარები:

ფართი შოპი