რა სახის პასუხისმგებლობა ეკისრება თავდებს

04 Mar 2021 13:36


რა სახის პასუხისმგებლობა ეკისრება თავდებს

თავ­დე­ბო­ბა ბევ­რი მო­ქა­ლა­ქის­თვის საკ­მა­ოდ აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა, საქ­მე ის არის, რომ რო­დე­საც მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ვინ­მეს თავ­დე­ბო­ბას აპი­რე­ბენ, ისე იღე­ბენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ისე აწე­რენ ხელს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, რომ არ ეც­ნო­ბი­ან მის პი­რო­ბებს და ვერ აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ მათ­ზე და­კის­რე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, მათ შო­რის იმ გა­რე­მო­ე­ბას, რომ პრობ­ლე­მუ­რი სეს­ხის შემ­თხვე­ვა­ში, ის ისე­თი­ვე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იქ­ნე­ბა თა­ვი­სი უძ­რა­ვი და მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბით, რო­გორც ძი­რი­თა­დი მსეს­ხე­ბე­ლი.


იურ­დი­უ­ლი კომ­პა­ნია OK&CG-ის სა­სა­მარ­თლოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი/ად­ვო­კა­ტი ანა გორ­დე­ზი­ა­ნი გან­მარ­ტავს რა არის თავ­დე­ბო­ბა, რა ვალ­დე­ბუ­ლე­ბას აკის­რე­ბის თავ­დე­ბო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა თავ­დებ პირს და რა ძი­რი­თად პრობ­ლე­მებს აწყდე­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი:


რა არის თავ­დე­ბო­ბა?

თავ­დე­ბო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, თავ­დე­ბი კის­რუ­ლობს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, თავ­დე­ბად და­უდ­გეს კრე­დი­ტო­რის წი­ნა­შე მე­სა­მე პირს ამ უკა­ნას­კნე­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად, ამ­დე­ნად კრე­დი­ტო­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია მო­თხოვ­ნა და­იკ­მა­ყო­ფი­ლოს არა მხო­ლოდ ძი­რი­თა­დი მო­ვა­ლის­გან, არა­მედ მე­სა­მე პი­რის თავ­დე­ბის­გა­ნაც.


თავ­დე­ბო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ნამ­დვი­ლო­ბი­სათ­ვის სა­ჭი­როა კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი ფორ­მის დაც­ვა, კერ­ძოდ თავ­დე­ბო­ბის ნამ­დვი­ლო­ბი­სათ­ვის სა­ჭი­როა თავ­დე­ბის წე­რი­ლო­ბი­თი გან­ცხა­დე­ბა და თვით თავ­დე­ბო­ბის დო­კუ­მენ­ტში (ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში) თავ­დე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის რა­ო­დე­ნობ­რი­ვად გან­სა­ზღვრუ­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რი თან­ხის მი­თი­თე­ბა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც თავ­დე­ბი პა­სუხს აგებს ძი­რი­თა­დი მო­ვა­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბი­სათ­ვის.


რა სა­ხის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას კის­რუ­ლობს თავ­დე­ბი?

სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა იც­ნობს სო­ლი­და­რუ­ლი თავ­დე­ბო­ბის და თავ­დე­ბო­ბის ისეთ სა­ხეს, რომ­ლის დრო­საც ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას სუბ­სი­დი­უ­რი ხა­სი­ა­თი­საა.

1. ზო­გა­დი წე­სის მი­ხედ­ვით სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა იც­ნობს თავ­დე­ბო­ბის ისეთ სა­ხეს, რო­დე­საც კრე­დი­ტორს, მხო­ლოდ მას შემ­დგომ შე­უძ­ლია მოს­თხო­ვოს თავ­დებს ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, რო­დე­საც სრუ­ლად ამო­წუ­რავს შე­საძ­ლებ­ლო­ბას ძი­რი­თა­დი მო­ვა­ლი­სა­გან იძუ­ლე­ბის წე­სით და­იკ­მა­ყო­ფი­ლოს მო­თხოვ­ნა.

ასეთ შემ­თხვე­ვა­ში თავ­დე­ბი კრე­დი­ტო­რის წი­ნა­შე ძი­რი­თა­დი მო­ვა­ლის მიერ ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე კის­რუ­ლობს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც სუბ­სი­დი­უ­რი ხა­სი­ა­თი­საა, რაც იმა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რომ კრე­დი­ტორს არ აქვს უფ­ლე­ბა თავ­დე­ბის­გან მო­ი­თხო­ვოს ძი­რი­თა­დი მო­ვა­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, ვიდ­რე კრე­დი­ტო­რი არ შე­ეც­დე­ბა ძი­რი­თა­დი მო­ვა­ლის მი­მართ იძუ­ლე­ბით აღ­სრუ­ლე­ბას. თა­ვის მხრივ, თავ­დებს შე­უძ­ლია უარი თქვას კრე­დი­ტო­რის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ზე, ვიდ­რე კრე­დი­ტო­რი არ შე­ეც­დე­ბა ძი­რი­თა­დი მო­ვა­ლის მი­მართ იძუ­ლე­ბით აღ­სრუ­ლე­ბას.

2. აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, თუ თავ­დე­ბო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით მხა­რე­ე­ბი თან­ხმდე­ბი­ან, რომ თავ­დე­ბი კის­რუ­ლობს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სო­ლი­და­რუ­ლად ან სხვა თა­ნა­ბარმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ხით, მას შე­იძ­ლე­ბა წა­ე­ყე­ნოს მო­თხოვ­ნა იძუ­ლე­ბი­თი აღ­სრუ­ლე­ბის მცდე­ლო­ბის გა­რე­შეც, თუ ძი­რი­თად­მა მო­ვა­ლემ გა­და­ა­ცი­ლა გა­დახ­დის ვა­დას და უშე­დე­გოდ იქნა გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი, ან/და მისი გა­დახ­დი­სუ­უ­ნა­რო­ბა აშ­კა­რაა.

ასეთ შემ­თხვე­ვა­ში კრე­დი­ტორს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, ძი­რი­თა­დი მო­ვა­ლის მი­მართ იძუ­ლე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბის გა­რე­შე თავ­დებს მოს­თხო­ვოს ძი­რი­თა­დი მო­ვა­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და ამ გზით მო­ახ­დი­ნოს მო­ვა­ლის მი­მართ არ­სე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა.

ამ­დე­ნად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თავ­დე­ბო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბამ­დე წი­ნას­წარ გა­ეც­ნოთ რა სა­ხის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას კის­რუ­ლობთ მო­ვა­ლის სა­სარ­გებ­ლოდ.


რა ფარ­გლებ­ში აგებს პა­სუხს თავ­დე­ბი?

რო­გორც ზე­მოთ აღი­ნიშ­ნა, თავ­დე­ბო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ნამ­დვი­ლო­ბი­სათ­ვის სა­ჭი­როა მას­ში მი­ე­თი­თოს იმ ზღვრუ­ლი თან­ხის ოდე­ნო­ბა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც აგებს თავ­დე­ბი პა­სუხს ძი­რი­თა­დი მო­ვა­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბი­სათ­ვის.

შე­სა­ბა­მი­სად, თავ­დე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა სწო­რედ თავ­დე­ბო­ბის დო­კუ­მენ­ტში (ე.ი თავ­დე­ბო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში) მი­თი­თე­ბუ­ლი ზღვრუ­ლი თან­ხის ოდე­ნო­ბით.


შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა შემ­ცირ­დეს თავ­დე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა?

მო­ვა­ლის მიერ კრე­დი­ტო­რის წი­ნა­შე ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა თავ­დე­ბო­ბის გარ­და შე­საძ­ლე­ბე­ლია უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ იქ­ნეს გი­რავ­ნო­ბით, იპო­თე­კით ან სხვა ვალ­დე­ბუ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­შუ­ა­ლე­ბით, შე­სა­ბა­მი­სად თუ კი კრე­დი­ტო­რი უარს იტყვის რო­მე­ლი­მე ზე­მოთ მი­თი­თე­ბულ უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე, მა­შინ თავ­დე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც შემ­ცირ­დე­ბა იმ მო­ცუ­ლო­ბით რა მო­ცუ­ლო­ბი­თაც იყო უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ძი­რი­თა­დი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­შუ­ა­ლე­ბით.


რა შემ­თხვე­ვა­ში კარ­გავს კრე­დი­ტო­რი მო­თხოვ­ნას თავ­დე­ბის მი­მართ?

იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ძი­რი­თა­დი მო­ვა­ლე გა­და­ა­ცი­ლებს გა­დახ­დის ვა­დას, კრე­დი­ტორ­მა უნდა აც­ნო­ბოს ამის შე­სა­ხებ თავ­დებს. თავ­დე­ბის მო­თხოვ­ნით კრე­დი­ტორ­მა ნე­ბის­მი­ერ დროს უნდა აც­ნო­ბოს მას ძი­რი­თა­დი ვა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ.

სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, თუ კრე­დი­ტო­რი არ შე­ას­რუ­ლებს ერთ-ერთ ამ მოქ­მე­დე­ბას, მა­შინ იგი კარ­გავს თა­ვის მო­თხოვ­ნებს თავ­დე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იმ ოდე­ნო­ბით, რა ოდე­ნო­ბი­თაც გა­მო­იწ­ვევ­და შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა ზი­ანს.


აქვს თუ არა თავ­დებს უფ­ლე­ბა და­იბ­რუ­ნოს მის მიერ ძი­რი­თა­დი მო­ვა­ლის ნაც­ვლად გა­დახ­დი­ლი თან­ხა?

თუ თავ­დე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს კრე­დი­ტორს, მას­ზე გა­და­დის კრე­დი­ტო­რის მო­თხოვ­ნა ძი­რი­თა­დი მო­ვა­ლის მი­მართ.

იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ თავ­დე­ბო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე თავ­დე­ბი სრუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყოფს ძი­რი­თა­დი მო­ვა­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის და­ფარ­ვას, კრე­დი­ტო­რის მო­თხოვ­ნა ძი­რი­თა­დი მო­ვა­ლის მი­მართ გა­დახ­დი­ლი თან­ხის ნა­წილ­ში მას­ზე გა­და­დის. შე­სა­ბა­მი­სად, თავ­დებს უფ­ლე­ბა აქვს სა­სა­მარ­თლო წე­სით მო­ი­თხო­ვოს მის მიერ გა­დახ­დი­ლი თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბა მო­ვა­ლის მი­მართ თან­ხის და­კის­რე­ბის გზით.


რა ხდე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის გან­მავ­ლო­ბა­ში ძი­რი­თად მო­ვა­ლეს არ სურს კრე­დი­ტორ­თან შე­და­ვე­ბა?

თავ­დებს შე­უძ­ლია წა­მო­ა­ყე­ნოს ძი­რი­თა­დი მო­ვა­ლის კუთ­ვნი­ლი შე­სა­გებ­ლე­ბი, ამას­თან თავ­დე­ბი არ კარ­გავს შე­სა­გებ­ლის (შე­და­ვე­ბის) უფ­ლე­ბას იმის გამო, რომ ძი­რი­თად­მა მო­ვა­ლემ უარი თქვა მას­ზე.


ამბები. ge 





კომენტარები:

ფართი შოპი