ირაკლი ღარიბაშვილი - დევნილებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის თანახმად, უახლოესი ორი წლის განმავლობაში დამატებით 5 000-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა

04 Mar 2021 15:10

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დევნილებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის თანახმად, უახლოესი ორი წლის განმავლობაში დამატებით 5 000-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა. 


სამოქმედო გეგმას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.  


„ მოგეხსენებათ, ჩვენმა მთავრობამ 2013 წლიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით 23 000-მდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცა საცხოვრებელი. აღნიშნული გეგმის თანახმად, უახლოესი ორი წლის განმავლობაში ჩვენ დამატებით 5 000-მდე დევნილ ოჯახს გადავცემთ საცხოვრებელ ფართებს,“- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.





კომენტარები:

ფართი შოპი