გუდაურში ელექტროენერგია გაითიშა და საბაგირომ საპირისპირო მიმართულებით დაიწყო მოძრაობა

16 Mar 2018 16:55

გუდაურში საბაგიროს ავარიულად გაჩერების შედეგად, 10-მდე ადამიანი დაშავდა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, დაშავებულთა ჯანმრთელობის  მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და სხვა კლინიკაში გადაყვანას, ამ ეტაპზე, არ საჭიროებენ.


წინასწარი ინფორმაციით, ძაბვის ვარდნის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საპირისპირო მიმართულებით დაიწყო მოძრაობა.


გუდაურში საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლაზე მთის კურორტების განვითარების კომპანია ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.


„გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, პირველადი ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 10 მოქალაქე დაშავდა, დაზიანებები საშუალო სიმძიმისაა.


ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხილამურე პატრულები, ადგილზე მუშაობს სამი სასწრაფოს ბრიგადა, რომლებსაც დაშავებულები გადაჰყავთ ჯერ გუდაურის ამბულატორიაში, ხოლო საჭიროებიდან გამომდინარე მათი ჰოსპიტალიზაცია რეანომობილებით იქნება უზრუნველყოფილი.


ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანია უკვე დაუკავშირდა საბაგიროს მწარმოებელ კომპანია „დოპელმაიერს“, რათა მყისიერი რეაგირება მოხდეს ფაქტზე და გამომწვევი მიზეზების დასადგენად მათ გამოგზავნონ ექსპერტები“, – ნათქვამია განცხადებაში.


მთის კურორტების განვითარების კომპანია აცხადებს, რომ სახელმწიფო, ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანია სრულად უზრუნველყოფს დაშავებულთა მკურნალობის ყველა ხარჯის ანაზღაურებას.


ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით უკვე დაიწყო გამოძიება.



">


კომენტარები:

ფართი შოპი