ზაალ უდუმაშვილი - 16 მარტს, ბრიუსელში თბილისიდან შედეგს ელოდებიან, კონკრეტული შედეგის გარეშე ჩასვლა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის მძიმე მესიჯი იქნება

04 Mar 2021 17:49

ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, თუ საქართველოს დელეგაცია 16 მარტს, ბრიუსელში კონკრეტული შედეგის გარეშე ჩავა, „ეს იქნება მძიმე მესიჯი ევროპელი პარტნიორებისთვის“.


„არანაირი მოლოდინი არ მაქვს. დღესაც, პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე ისე გამოვიდა, რომ საერთოდ ერთი სიტყვაც არ დაუძრავს მოლაპარაკებების შესახებ. შესაბამისად, ასეთ პოზიციაში ყოფნა ძალიან ცუდი იქნება ამ ხელისუფლებისთვის, იმიტომ რომ 16 მარტს შედეგს ელოდებიან ბრიუსელში თბილისიდან. კონკრეტული შედეგის გარეშე ჩასვლა ეს იქნება ძალიან მძიმე მესიჯი ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის",- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.


ცნობისთვის, ბრიუსელში 16-17 მარტს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართება.








კომენტარები:

ფართი შოპი