გარკვეული საბაკალავრო პროგრამები 4 წლიდან 3 წლადე მცირდება

16 Mar 2018 17:19

ზაფხულის განმავლობაში უნივერსიტეტებთან ერთად შევიმუშავებთ ნუსხას, სადაც მოხდება ზოგიერთ საბაკალავრო პროგრამებზე კრედიტების შემცირება, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საბაკალავრო პროგრამის რამდენიმე მიმართულებაზე 4 წლიდან 3 წლამდე შემცირების თაობაზე განაცხადა. 


მიხეილ ჩხენკელის თქმით, ასეთი ტიპის საბაკალავრო პროგრამაზე პირველი მიღება 2019 წლის სექტემბრიდან იქნება. 


„მთავარი მიზეზი რიგი საბაკალავრო პროგრამების 3 წლამდე შემცირების არის ის, რომ ევროპაშიც მთელ რიგ სპეციალობებზე არის შემცირებული კრედიტების პროგრამები. იმისთვის, რომ ჩვენ განვახორციელოთ მათთან ერთობლივი პროგრამები, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამის განხორციელების. მეორე მიზეზი კრედიტების შემცირების არის ის, რომ პროფესიაში უფრო სწრაფი შესვლის საშუალება იქნება. 

რაც შეეხება იმას, თუ რომელ სპეციალობებს შეეხება ეს საკითხი, ზაფხულის განმავლობაში უნივერსიტეტებთან ერთად დავსხდებით და შევიმუშავებთ ნუსხას, სადაც მოხდება კრედიტების შემცირება. პირველი მიღება ასეთ პროგრამებზე იქნება 2019 წლის სექტემბერში“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.


საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შედის, რითაც ბაკალავრიატის პროგრამა რამდენიმე მიმართულებაზე 4 წლიდან 3 წლამდე მცირდება.


კომენტარები:

ფართი შოპი