არჩილ თალაკვაძესა და ევროპარლამენტის თავმჯდომარე დავიდ სასოლის შორის სატელოფონო საუბარი შედგა

04 Mar 2021 23:23

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და ევროპარლამენტის პრეზიდენტ დავიდ სასოლის შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

 

საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ თემებს, კოვიდ19-ის ვაქცინაზე წვდომის საკითხს და საქართველოს რეფორმებს შეეხო. დავიდ სასოლიმ დადებითად შეაფასა ასოცირების დღის წესრიგით საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და გამოხატა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპელ კოლეგას გააცნო ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ. დავიდ სასოლიმ ხაზი გაუსვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ძალისხმევით პოლიტიკური დიალოგის განახლების საჭიროებას და იმედი გამოთქვა, რომ მხარეები დაძაბულობის შემცირებას შეძლებენ.







კომენტარები:

ფართი შოპი