კახა კალაძე - პირბადე ყველაზე დამცავი შესაძლებლობაა, რომ კოვიდის გავრცელება შევაჩეროთ - გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ყველაფერს გადავლახავთ, ყველა პრობლემას მოვაგვარებთ

05 Mar 2021 12:54

თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ როდესაც კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები იხსნება, მნიშვნელოვანია სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვა და მათი გათვალისწინება.


როგორც მან „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეოში აღნიშნა, აუცილებელია, ქალაქში ყველამ ატაროს პირბადე, რათა ადამიანების ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული იყოს.


„როდესაც ყველაფერი იხსნება, მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული რეკომენდაციები, რაც არის ერთმანეთის უსაფრთხოება, ქალაქში პირბადეების ტარება. ზოგადად, პირბადე არის ყველაზე მეტად დამცავი შესაძლებლობა იმისა, რომ კოვიდის გავრცელება შევაჩეროთ, დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობა და ადამიანების სიცოცხლე“,-განაცხადა კალაძემ.


იგი დარწმუნებულია, რომ ერთმანეთის გვერდში დგომითა და ერთმანეთის ხელშეწყობით, ყველა პრობლემა გადაილახება.


„ყველაზე მთავარია, გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას, რომელსაც შესაძლოა, წინა წლების განმავლობაში ასეთ დიდ ყურადღებას არ ვაქცევდით, თუმცა, ყველა ვთანხმდებით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის სიცოცხლეს, ყველაფერს გადავლახავთ და ყველა პრობლემას მოვაგვარებთ“, - განაცხადა კალაძემ.  





კომენტარები:

ფართი შოპი