Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 22 022 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 390 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 172 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.77 %

05 Mar 2021 13:57

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  22 022 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 350 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 672 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 390 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  272 262-ს.


რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.77 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.62 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.31%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 172 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 266 253-მდე.


ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 563 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 390 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 192 შემთხვევა, აჭარა - 18, იმერეთი - 71, ქვემო ქართლი - 15, შიდა ქართლი - 33, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 12, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.


ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 420, საიდანაც: 1 379 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  673, აჭარაში - 160, იმერეთში - 230. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 264 პირი, მათ შორის, თბილისში - 104, აჭარაში - 28, იმერეთში - 71. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი, მათგან თბილისში - 54, აჭარაში- 2, იმერეთში - 10. 154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 103 - თბილისში, 35 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 887 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 300 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 162, ხოლო აჭარაში - 19.

სულ  6 ოქტომბრიდან - 4 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 483 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 781 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 546 პირი, აჭარაში - 449, იმერეთში - 691.

 




კომენტარები:

ფართი შოპი