რომის პაპი ერაყში გაემგზავრა

05 Mar 2021 15:42

რომის პაპი ფრანცისკე ოთხდღიანი ვიზიტით ერაყში გაემგზავრა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, თვითმფრინავმა, რომელშიც პაპთან ერთად მისი გარემოცვა, დაცვა და 75-მდე ჟურნალისტი იმყოფება, რომის ლეონარდო და ვინჩის აეროპორტი უკვე დატოვა.


84 წლის პაპი ერაყის ოთხ ქალაქს ესტუმრება, მათ შორის მოსულს. ვიზიტის დროს ის ასევე შეხვდება ერაყელი შიიტების უმაღლეს სასულიერო პირს, იათოლა ალი ალ სისტანს.


გავრცელებული ინფორმაციით, ერაყის ხელისუფლებამ პაპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით უსაფრთხოების ძალების ათასობით დამატებითი თანამშრომლის მობილიზაცია განახორციელა.





კომენტარები:

ფართი შოპი