სიგარეტი გაძვირდა

05 Mar 2021 15:57

საქართველოში თამბაქოს ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სიგარეტის ღირებულება კიდევ 30 თეთრით გაიზარდა. ქსელურ მაღაზიებში ამ ფაქტს მომწოდებელს აბრალებენ, გაძვირების სხვა მიზეზებზე კი არ საუბრობენ. 


თავად თამბაქოს მომწოდებლები კი ამბობენ, რომ ფასი მათ არ გაუზრდიათ და ვარაუდობენ, რომ პროდუქტი მაღაზიების ნაწილმა, სავარაუდოდ, მეტი მოგების მიზნით თავად გაზარდა. 


ცნობილია ისიც, რომ თამბაქოს გაძვირება აქციზის ფასზეცაა დამოკირებული. "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში კი მისი განაკვეთი რამდენჯერმე საგრძნობლად გაიზარდა. მმართველ გუნდში კი ამ ფაქტს იმით ამართლებდნენ, რომ თამბაქოზე ფასების ზრდა მწეველთა რაოდენობას შეამცირებდა. 


ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სიგარეტის ფასების განუსაზღვრელმა ზრდამ, შესაძლოა, უაქციზო კონტრაბანდული საქონლის რეალიზაცია კიდევ უფრო გაზარდოს.


მთავარი არხი.




კომენტარები:

ფართი შოპი