ქვეყანას მალე კიდევ ერთი დაცული ტერიტორია შეემატება

05 Mar 2021 16:27


გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღეს მესამე მოსმენით განიხილა კანონპროექტი „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.

 

კანონპროექტის მიხედვით განისაზღვრულია „მარიამჯვრის“ დაცული ტერიტორიების ფართობი და საზღვრები, რომელიც მოიცავს  უკვე არსებულ მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალს, ასევე ახლადშექმნილ ცივ-გომბორის აღკვეთილს. და მთელ ტერიტორიას მიენიჭება ცივ-გომბორის აღკვეთილის სტატუსი და ქვეყანას კიდევ ერთი დაცული ტერიტორია შეემატება, რომლის საერო ფართობი 6000 ჰექტრამდეა.


კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ცივ-გომბორის აღკვეთილისათვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე წარმოდგენილია საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მერქნიანი სახეობები.   საქართველოს წითელი ნუსხის ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე წარმოდგენილია მურა დათვი და გვხვდება კეთილშობილი ირემი. ამასთანავე აღნიშნული ფართობებს აქვს საკვანძო მდებარეობა, სადაც მოხვედრილ ტურისტს ეძლევა შესაძლებლობა მოხვდეს სოფელ თეთრ წყლებში, შუამთაში, თელავში, წინანდალში და უძველეს ისტორიულ ქალაქ ჭერემთან; აღკვეთილის  ტერიტორიაზე მდებარე  „ბებერი კლდის“ მიდამოებში წარმოდგენილია ხელუხლებელი მუხნარი უთხოვრის ქვეტყით, რომლის ანალოგი არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც არ მოიპოვება. აღნიშნულ ტყეებს  წელიწადის ნებისმიერ დროს - ზამთარში და ზაფხულში გააჩნიათ თვითმყოფადი მიკროკლიმატი გაჯერებული უარყოფითი იონებით და ფიტოციდებით სადაც არის იდეალური გარემო ვიზიტორების ჯანსაღი დასვენებისა და ჯამრთელობის აღდგენისათვის. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აღნიშნული ადგილი კლიმატური მნიშვნელობის პულმონოლოგიურ, კარდეოლოგიურ, ნევროლოგიურ და პროფილაქტიკური მნიშვნელობის საკურორტო ტერიტორიაში შედის. შესაბამისად ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა ხელს შეუწყობს ზემოთ აღნიშნული ბიომრავალფეროვნების დაცვას და შენარჩუნებას.


კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს, რომელიც 2022 წლის 1 იანვრიდან ამოქმედეება.




კომენტარები:

ფართი შოპი