იცოდით, რაზე მიუთითებს წელზე ასეთი "ჩხვლეტები"?

05 Mar 2021 22:23

ჩვენი სხეული ძალზედ საოცარი მექანიზმია. ურიცხვია სია ამაღელვებელი და საინტერესო ფაქტებით ჩვენი სხეულის შესახებ. ყოველ წამს ვასრულებთ რაღაც კონკრეტულ ქმედებას ისე, რომ არც კი ვუფიქრდებით როგორ არის მოწყობილი ჩვენი სხეული და როგორ შეუძლია მას ამის კონტროლი ან რისთვის გვაქვს სხეულის გარკვეული ნაწილები და რა როლი აკისრიათ მათ ჩვენს ცხოვრებაში. ჰოდა, სწორედ ანატომია შეისწავლის ადამიანის სხეულს და სავსეა მოულოდნელობებით.

image

ძნელია დაფიქრება ან თითოეული დეტალის მონიტორინგი დღის მანძილზე, თუ როგორ ასრულებს ჩვენი ორგანიზმი გარკვეულ სამუშაოს კომფორტული ცხოვრებისთვის ან კონკრეტულ ფუნქციას, როგორც მისიას.


ზოგიერთ ადამიანს ზურგზე ქვედა მხარეს აქვს ჩაღრმავებული წერტილები, რომლებიც ძალიან უჩვეულოდ და მიმზიდველად გამოიყურებიან. ალბათ არც ამაზე დაფიქრებულა ბევრი თქვენგანი, თუ რატომ აქვს ის ზოგიერთ ადამიანს, რა ეწოდება ამ ღრმულებს და საერთოდ, რა როლი აკისრიათ?


რას აღნიშნავს და რაზე მიუთითებს ღრმულები ზურგზე?



თუ ზურგზე "მაცდური ნაოჭები" გაქვთ, ძალიან გაგიმართლათ! მას "ვენერას ნაპრალები" ჰქვია და დამახასიათებელი გარეგანი ნიშანია, რომელიც მემკვიდრეობით გადადის. ის ძირითადად გამხდარ ადამიანებშია უფრო შესამჩნევი და ადამიანებში, რომლებიც სპორტით არიან დაკავებულები. და, რაში მდგომარეობს მისი არსი და განსაკუთრებულობა?


ეს საყვარელი ღრმულები მენჯის ძვლების შეერთების ადგილას მდებარეობს. ისინი მიუთითებენ სისხლის კარგ ცირკულაციაზე და ჯანმრთელობაზე როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. ასეთი ქალები, ჩვეულებრივ, ბავშვებს ადვილად, ყოველგვარი გართულებების გარეშე აჩენენ.


ასევე, არსებობს კვლევები, რის თანახმადაც ქალებს, რომელთაც ზურგზე "ვენერას ნაპრალები" აქვთ, ორგაზმის მიღწევა უფრო უადვილდებათ.

მამაკაცებიც მიიჩნევენ, რომ მსგავსი ღრმულები ქალის წელზე, მიმზიდველი და ძალიან სექსუალურია.



intermedia.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი