1) წყალი არავითარ შემთხვევაში არ დალიოთ ფეხზე მდგომმა, დაჯექით და ისე დალიეთ, თირკმელებმა რომ იმუშაოს კარგად;
2) თუ წყალი არ გწყურიათ იძულებით არ უნდა დალიოთ;
3) წყლის წყურვილის შემთხვევაში წყალი უნდა დავლიოთ ცოტ-ცოტა და არა ერთჯერადად ერთი ან ორი ლიტრა, იმიტომ რომ, დატვირთვა ექნება კუჭსა და თირკმელებს;
4) არ დალიოთ ცივი წყალი, ის უშლის კუჭ-ნაწლავს მუშაობაში ხელს, მხოლოდ ოთახის ტემპერატურის წყალი დალიეთ;
5) ჭამამდე 30 წუთით ადრე და ჭამის შემდეგ 1 საათის შემდეგ უნდა დალიოთ წყალი, კარგია საჭმლის მონელებისთვის – ჭამის დროს არ უნდა დალიოთ წყალი;
6) ძალიან კარგია როდესაც გაიღვიძებთ თბილი წყლის დალევა. თბილი წყალი ორგანიზმს წმენდს ღამის ნარჩენებისგან.