2-დან 30 წუთამდე: დამამშვიდებელი პროცედურები გადაღლილი კანისთვის

06 Mar 2021 01:45



სტრესი ჩვენს ცხოვრებაში მუდმივად გვხვდება. ორგანიზმი ნებისმიერ შოკს პასუხობს, სიტუაციის მიხედვით წამიერად იცვლება.
ცვლილება შეიძლება პოზიტიური ან ნეგატიური იყოს. დადებით სტრესს კანისთვის სარგებელი მოაქვს – ჰორმონი ოქსიტოცინის გამომუშავება ხდება. ასე გლუვ კანს ვიღებთ. უარყოფითი სტრესი ნეგატიურ გავლენებს ახდენს.
image
პანდემიის დროს ბევრი ამჩნევს ისეთ ნიშნებს, როგორიცაა კუნთების დაძაბულობა, ზედაპირული სუნთქვა, დაღლილობა ან თავის ტკივილი. ეს ყველაფერი კანზე აისახება. ამ დამამშვიდებელი პროცედურებით დაღლილ კანს დაეხმარებით.

გაწმენდა
გელებსა და ქაფებზე უარი თქვით და ზეთოვანი გამწმენდი საშუალება აირჩიეთ, რომელიც მაკიაჟს და ჭუჭყს ადვილად აშორებს. ასე კანის ph დონეს დააბალანსებთ. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი, მაგალითად ჟოჟობას ან ზეითუნის ზეთი.
image
ტონირება და დატენიანება
გაწმენდის შემდეგ სახის ნატურალური ტონიკი გამოიყენეთ. სპირტის შემცველ ტონიკებზე უარი თქვით. ეძებეთ დამატენიანებელი, გამაცოცხლებელი საშუალებები, რომლებიც კრემის წასმამდე კანის თვითდატენიანებას ხელს უწყობენ.

image
დამამშვიდებელი ნიღაბი
ეს დაახლოებით 30 წუთს წაგართმევთ. ნიღაბი შეგიძლიათ ნებისმიერ დღეს გაიკეთოთ. ნიღბისთვის დაგჭირდებათ:
3 სუფრის კოვზი წითელი თიხის ფხვნილი
4–5 სუფრის კოვზი წყალი
3 წვეთი ფურისულას ზეთი ან ასკილის თესლის ზეთი
2 წვეთი გვირილას ან ლავანდას ზეთი
image
ინგრედიენტები აურიეთ, რომ ნაღების პასტა მიიღოთ. კანი გაიწმინდეთ ზეთოვანი საშუალებით. ნიღაბი სახესა და ყელზე წაისვით, 10-15 წუთით მოდუნდით. მედიტაციით დაკავდით.
საშუალება თბილი წყლით ჩამოიბანეთ. დარწმუნდით, რომ ნიღაბი სრულად მოიშორეთ.

image
ნიღაბი მხოლოდ კვირაში 1–2–ჯერ გამოიყენეთ. ნიღაბი თვალის ირგვლივ კანზე არ წაისვათ.
თავის მოვლის პროცედურა 2 წუთიდან 30 წუთამდე დროს წაგართმევთ. მათი შესრულება სახლში შეგიძლიათ. დამამშვიდებელი პროცედურები რეგულარულად შეასრულეთ, რომ დაღლილ კანს ბზინვარების საშუალება მისცეთ.


intermedia.ge







კომენტარები:

ფართი შოპი