200-ლარიანი კომპენსაცია ამჯერად 139 348 პირს ჩაერიცხება

06 Mar 2021 03:00


200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია. 2020 წლის დეკემბრის თვის კომპენსაციის მისაღებად მონაცემების წარდგენის ბოლო ვადა არის 2021 წლის 20 იანვარის ჩათვლით.

იმ დასაქმებულის შესახებ მონაცემებს, რომელსაც ეკუთვნის კომპენსაცია – 200 ლარი, შემოსავლების სამსახურს აწვდის დამსაქმებელი. ანუ, განაცხადს ელექტრონულად ავსებს დამსაქმებელი[კომპანია/ორგანოიზაცია] და არა კომპენსაციის მიმღები პირი.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „დამსაქმებლებმა, ყოველი თვის 20 რიცხვის ჩათვლით [განაცხადის როგორც წარდგენისთვის ასევე დაზუსტებისთვის,  6 თვის განმავლობაში, უნდა წარმოადგინონ იმ პირთა სია, რომლებიც ერთობლივად დააკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

  • ა)  დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის იანვრიდან –  2020 წლის ნოემბრის ჩათვლით, ნებისმიერ ორ ან მეტ  თვეს  და ამ პერიოდში იღებდნენ ხელფასს, (რაც დასტურდება დამქირავებლის მიერ, 2021 წლის 1 იანვრამდე წარდგენილი დეკლარაციებით ) და
  • ბ)  2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ერთ ან მეტ თვეს არ აუღიათ ხელფასი (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო).
  • ამასთან, 200 ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება აქვს კორონავირუსის გავრცელების პერიოდში დაზარალებულ დაქირავებულ პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში“.


netgazeti.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი