ჩინური ვაქცინა ახლოსაა ავტორიზაციასთან, ამ ვარიანტის განხილვა დაწყებული გვაქვს — გაბუნია

06 Mar 2021 03:11

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ მთავრობა განიხილავს კორონავირუსის საწინააღმდეგი ჩინური “სინოფარმის” ვაქცინის შემოტანას იმ შემთხვევაში, თუ ის ავტორიზაციას მიიღებს.

“ჩინური ვაქცინა “სინოფარმი” ძალიან ახლოს არის ავტორიზაციასთან. ჩვენ ამ ვარიანტის განხილვა უკვე დაწყებული გვაქვს. რაც შეეხება რუსულ ვაქცინას, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ეს ჩვენთვის ვარიანტი არ ყოფილა ჩვენთვის”, — თქვა თამარ გაბუნიამ. მისივე თქმით, რუსულმა ვაქცინამ რომ მიიღოს ავტორიზაცია, საქართველოს ხელისუფლება მას არ შემოიტანს, რადგან ბაზარზე სხვა ალტერნატივაც არსებობს.

5 მარტის მონაცემებით, საქართველოში ჯერ კორონავირუსის ვაქცინა შემოტანილი არ არის. მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გასული წლის დეკემბერში დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ვაქცინის პირველი პარტია მიმდინარე წლის მარტის ბოლომდე უნდა სემოვიდეს.


netgazeti.ge 






კომენტარები:

ფართი შოპი