ჯაფარიძე წავიდა, ივანიშვილი წავიდა, გახარია წავიდა, ბუბა კიკაბიძე გაქრა – პარლამენტში სულ სხვა ხალხი მოხვდა… – ვახტანგ მეგრელიშვილი

06 Mar 2021 03:40

არჩევნების შემდეგ ჩვენი ლიდერი და ადამიანი, რომელიც „გირჩთან“ ასოცირდებოდა ჩემთვისაც მოულოდნელად პარტიიდან წავიდა. როდესაც „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები არჩევნებზე მიდიოდნენ, იცოდნენ, რომ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იყო, ხოლო სიის პირველი ნომერი გიორგი გახარია.


„ნაციონალურ მოძრაობას“ პირველ ნომრად ბუბა კიკაბიძე ჰყავდა, პარტიის თავმჯდომარედ კი გრიგოლ ვაშაძე, რომლებიც გაქრნენ. „ევროპული საქართველოს“ ამომრჩევლებს ზოგს გიგა ბოკერია, ზოგს უგულავა, ზოგს კი ელენე ხოშტარია მოსწონდა და პარლამენტში სულ სხვა ხალხი მოხვდა. „პატრიოტთა ალიანსი“ – ამ სახელით პარლამენტში შევიდა, იქ კი „ევროპელი სოციალისტები“ მოგვევლინნენ“


allia.ge 







კომენტარები:

ფართი შოპი