7 მარტიდან საქართველოში ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

06 Mar 2021 14:51


7 მარტს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე მოსალოდნელია 3-4 ბალიანი ღელვა.


7 მარტს დასავლეთ, ხოლო 8 მარტს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.


„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.






კომენტარები:

ფართი შოპი