მეცნიერებმა დაამტკიცეს: ადამიანები, რომლებიც წიგნებს კითხულობენ იდეალური სიყვარული შეუძლიათ!

06 Mar 2021 19:47

მეცნიერების ახალი კვლევის თანახმად დადგინდა, რომ იდეალური სიყვარული შეუძლიათ ადამიანებს, რომლებიც კითხულობენ წიგნებს. ამ საკითხთან დაკავშირებით კვლევები ჯერ კიდევ XXI საუკუნის დასაწყისში დაიწყო. უამრავი ექსპერიმენტის შედეგადად აღმოჩნდა, რომ წიგნის მოყვარული ადამიანი უფრო ღრმა სიყვარულით გამოირჩევა სხვებისგან. რათქმაუნდა ეს ყველაფერი წაკითხულ წიგნებზეცაა დამოკიდებული. მოდით ახლა ვნახოთ ის 3 მიზეზი, რის გამოც ასეთ ადამიანებს იდეალური სიყვარული შეუძლიათ:

image


1. არ უყვართ მხოლოდ ლაპარაკი, მათთან საუბარი საკმაოდ სასიამოვნო და საინტერესოა...

image

როგორც არ უნდა მოწყენილი იყოთ, მათთან საუბარი აუცილებლად სასიამოვნო გამოდგება. ისინი საკმაოდ ენამახვილები არიან, თუმცა არა ცუდი გაგებით. არ ეცდებიან თქვენს მოტყუებას, მაგრამ ძალიან კარგად იციან საჭირო მომენტში როგორ გესაუბრონ, რაც თქვენს მოტივირებას მოახდენს.


კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარების დასკვნით, წიგნების მოყვარულებს უფრო მეტი სიტყვის მარაგი აქვთ, ვიდრე სკოლა დამთავრებულებს. ასე, რომ ასეთ ადამიანთან ურთიერთობა თქვენს ცხოვრებას ბევრად უფრო გაამარტივე



2. მხოლოდ არ გიცნობენ... ესმით თქვენი!

image

ალბათ ყველა ეძებთ თქვენი სულის ორეულს, რათა უფრო მეტად შეიგრძნოთ ბედნიერება. მსგავსი თვისება წიგნის მოყვარულ თითქმის ყველა ადამიანს გააჩნია. მათ ძალიან ბევრი იციან თქვენს შესახებ, მაგრამ არამხოლოდ იციან... არამედ ესმით თქვენი!


ფსიქოლოგი დევიდ კომერ კიდის მტკიცებით, ასეთი ადამიანები ასევე ძალიან ჭკვიანები არიან. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე გაურკვევლობას აქვს ადგილი, მწიგნობრივ ადამიანებს შეუძლიათ სიტუაციის ორივე მხრიდან გაანალიზება, რაც ძალზედ იშვიათი თვისებაა. მოგისმენენ, შესაძლოა არ მოეწონოთ თქვენი აზრი, მაგრამ თქვენი გადასახედიდანაც შეხედავენ სიტუაციას!



3. როდესაც ჭკვიანიც ხარ და ბრძენიც...

image

წიგნის მოყვარული ადამიანები ჭკვიანები და ამავდროულად ბრძენებიც არიან. რათქმაუნდა ეს მათ ეხება, ვინც ნამდვილად კითხულობს წიგნს და თითოეულ წინადადებაში ნაწარმოების გმირი ხდება. ასეთი ადამიანები არასოდეს ტრაბახობენ საკუთარი ცოდნით და სიბრძნის გამოხატვით.

არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელიც ცოდნას და სიბრძნეს არასწორად იყენებს. ნამდვილად საამაყოა როცა ბევრი გესმის და ბევრი იცი, თუმცა ამით სხვას მორალურ ზიანს არ უნდა აყენებდე. დოქტორ კალინგემის თქმით, ასეთ ადამიანებს შეუძლიათ ურთიერთობა უამრავ სულთან... ეს სხვაგვარად არ გაიგოთ, იგულისხმევა უამრავი გამოცდილება. მწიგნობრივი ადამიანი გამოცდილებით გაჟღენთილია, ნებისმიერ მომენტში შეუძლია ბრძნული აზრების გამოხატვა. ასე, რომ მათთან ურთიერთობა ძალიან, ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა.



intermedia.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი