2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები ბოროტებაა... არ დამიჯერა" - რას წერს გია ხუხაშვილი გავრცელებულ ჩანაწერებზე?

06 Mar 2021 23:52


ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი "ტვ პირ­ვე­ლის" და­ა­ნონ­სე­ბულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რებს ეხ­მა­უ­რე­ბა.


რო­გორც ის "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს, წყლის ნაყ­ვაა ახლა იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რომ ჩა­ნა­წე­რი 2012 წლამ­დეა გა­კე­თე­ბუ­ლი თუ ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია.


"2013-ში ვე­ცა­დე ამეხ­სნა ერთი კა­ცის­თვის, რომ უკა­ნო­ნო მოს­მე­ნე­ბი, რო­გორც პო­ლი­ტი­კის კე­თე­ბის ინ­სტრუ­მენ­ტი, გარ­და იმი­სა რომ ბო­რო­ტე­ბაა, პრაქ­ტი­კუ­ლი გა­გე­ბი­თაც სა­ხი­ფა­თოა ინი­ცი­ა­ტო­რის­თვის, რად­გან რა­ღაც ეტაპ­ზე აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოჩ­ნდე­ბა სის­ტე­მის სა­შუ­ა­ლო რგოლ­ში ვინ­მე გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ან და­ზღვე­ვის, ან გა­მორ­ჩე­ნის მიზ­ნით ამას შენს წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ი­ყე­ნებს.


არ და­მი­ჯე­რა... ახლა იმა­ზე სა­უ­ბა­რი, ეს 2012-მდე იყო თუ შემ­დეგ, ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, თუ არა, უბ­რა­ლოდ წყლის ნაყ­ვაა, რად­გან ვინც მა­შინ გვეჯ­და ყურ­ზე ისევ ის გვა­ზის, ისე­ვე რო­გორც მუ­რუ­სი­ძე გვა­სა­მარ­თლებ­და მა­ში­ნაც და ახ­ლაც" - წერს ხუ­ხაშ­ვი­ლი.   





ამბები.ge 







კომენტარები:

ფართი შოპი