რუსების დიდი შემოსევა - საქართველოში ჩამოსვლის მსურველი რუსი ტურისტების რაოდენობა 37-ჯერ გაიზარდა

07 Mar 2021 00:31


უახლოეს პერიოდში საქართველოში რუსი ტუისტების დიდ შემოსევას უნდა ველოდოთ. ბოლო თვეების საშუალო მონაცემებთან შედარებით, მარტში საქართველოში ჩამოსვლის მსურველი რუსების რაოდენობა 37-ჯერ გაიზარდა და პანდემიამდელი პერიოდის მასშტაბების 87%-ს მიაღწია.


აღნიშნულ მონაცემებს რუსული გამოცემა „ლენტა.რუ" ავიაბილეთების ონლაინ კომპანია „ავიასეილის" მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.


როგორც რუსი ექსპერტები ამბობენ, რუსეთიდან თბილისში ეკონომ კლასის ბილეთით გაფრენა დაახლოებით 16.8 ათასი რუსული რუბლი ჯდება, (რაც საქართველოში დღეს არსებული კურსით დაალოებით 750 ლარს შეადგენს). აქვე აღნიშნავენ, რომ რადგან პირდაპირი ფრენები ჯერ აღდგენილი არაა, ტურისტებს მგაზვრობა ტრანსფერით, სტამბულის გავლით უწევთ.


ამავე მონაცემების მიხედვით, რუსი ტურისტების მიერ საქართველოში მგზავრობის საშუალო ხანგრძლივობა 8,6 დღეა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გაფართოვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალი გაფართოვდა, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოს საჰაერო საზღვარზე შემოსვლა ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული პი-სი არ ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე შეუძლიათ.


განკარგულების თანახმად, ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე, საქართველოში, საჰაერო საზღვრის გავლით შემოსვლას შეძლებენ თურქმენეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები ან ბინადრობის უფლების მქონე პირები.აღნიშნული რეგულაცია ასევე ვრცელდება ვიზიტორებზე, რომლებიც არიან - ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების; ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელის, შვეიცარიის, ნორვეგიის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის, ყატარის, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ყაზახეთის, რუსეთის, ბელარუსის მოქალაქეები ან რეზიდენტები.




რეზონანსი .





კომენტარები:

ფართი შოპი