პაატა ბურჭულაძე ქართველ ხელოვანებს მიმართავს და აცხადებს, რომ ყველამ უნდა ამოიღოს ხმა, რადგან „საქართველო გადასარჩენია

07 Mar 2021 11:23

ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე ქართველ ხელოვანებს მიმართავს და აცხადებს, რომ ქვეყანა „მანიაკების ხელშია ჩავარდნილი“.


“ვინც ჯერ კიდევ ფრთხილობდით, დღეს ხომ უკვე ყველანი დარწმუნდით, რომ ცუდზე და უნიათოზე აღარ გადის ზღვარი. ქვეყანა ჩავარდნილია მანიაკების ხელში. ყველამ ამოვიღოთ ხმა! ქართველი ხელოვანები და ყველა პროფესიის ადამიანები უნდა გავერთიანდეთ, ჩვენს გასაკეთებელს სხვა ვერ გაგვიკეთებს, სხვა ვერ შეგვიცვლის ამ საგანგაშო ვითარებას! საქართველო გადასარჩენია!”- წერს პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.




კომენტარები:

ფართი შოპი