დალაი-ლამამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

07 Mar 2021 14:03

ტიბეტელი ხალხის სასულიერო ლიდერმა დალაი-ლამა ტენზინ გიაცომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა მიიღო.


მისი ვაქცინაცია ინდოეთის ქალაქ დჰარამსალაში, AstraZeneca-ს ვაქცინით მოხდა. დალაი-დალამ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა. მისი თქმით, იმისათვის, რომ ფატალური შემთხვევები თავიდან ავირიდოთ ვაქცინაცია ერთადერთი სწორი გამოსავალია.


აღსანიშნავია, რომ ტენზინ გიაცო ტიბეტელი ბუდისტების მე-14 დალაი-ლამაა. 1959 წელს ჩინეთის არმიის მიერ ტიბეტში შეჭრის შემდეგ ის დევნილია და ინდოეთში ცხოვრობს.



ipn.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი