ეს ხალხი საშიშია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის" - ოპოზიციის შეფასება აუდიოჩანაწერებზე

07 Mar 2021 15:19

ოპოზიცია ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის  აუდიოჩანაერს ეხმარება, რომელიც მედიაში გავრცელდა. ოპოზიციის ლიდერები "ქართული ოცნების" მმართველობას გმობენ და პრემირმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვენ.  

"მე საერთოდ არ მესმის, რა შუაშია დისკუსია, როდის არის ეს ჩანაწერი გაკეთებული. საზოგადოებას შეიძლება აინტერესებს, მაგრამ მე საერთოდ არ მაინტერესებს. იმიტომ არ მაინტერესებს, რომ ღარიბაშვილი დღეს ქვეყნის მინისტრი არის?! ხო არის"-თქვა "ენმ" -ის წევრმა სამადაშვილმა.

"ეს არის კატასტროფა. ეს არის ნიშანი იმისი, როგორი საშიშია ეს ხალხი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და თითოეული მოქალაქისთვის",-თქვა ბოკერიამ.

"როცა ვუსმენდი ამ ლაპარაკს ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი ხო ნანახი გვაქვს. გვყავს ნანახი აბაზოვი, რომელიც შარდს უსვამდა, გვყავს ნანახი ფარცხალაძე, რომელსაც სარდაფში ჩაყავდა ერთერთი მინისტრი, ვიცით ღარიბაშვილი ვინ არის, ზონდერების მმართველი და ამ ყველაფრის კულმინაცია იყო",-თქვა ხოშტარიამ.

გუშინ, 6 მარტს, "ტვ პირველის" ეთერში აუდიჩანაწერები გავრცელდა, რომელშიც ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სკოლის მოსწავლეებზე ძალადობას გეგმავენ. 



მთავარი არხი





კომენტარები:

ფართი შოპი