ყველამ იცის რა არაკაციც იყავი და ხარ - ნიკოლოზ მეტრეველი მამუკა ხაზარაძეს

07 Mar 2021 16:26

სულ თავს ვიკავებდი, „ლელოზე“ ძალიან კრიტიკულად დამეწერა, რადგან ამ პარტიას ჩემი ზოგიერთი წესიერი ნაცნობიც უჭერდა მხარს, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი. ამ ცნობილ მევახშეს ხმა არ ამოუღია, როდესაც ვალერი გელაშვილს სასიკვდილოდ იმეტებდნენ. უფრო მეტიც, რეჟიმის შნირი იყო, - ასე პასუხობს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი „ლელოსა“ და მისი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას.


„როდესაც ხალხს გლდანის ციხეში მასობრივად კლავდნენ, თვითონ მათ ქონებას იფორმებდა და კიდევ რა ჩამოვთვალო არ ვიცი! უამრავი ადამიანი მხვდება და ზოგი იმასაც კი მეუბნება, რომ იმდენი ნაცებს არ უქნიათ, რაც ხაზარაძემ ზემოდან დაგვიმატაო. მოკლედ და გასაგებად - რომელ არაბულ თუ ახალტეკინურ ცხენსაც არ უნდა შემოახტე, ყველამ იცის ამ ქვეყანაში რა არაკაციც იყავი და ხარ“ - წერს ნიკოლოზ მეტრეველი.


რეზონანსი








კომენტარები:

ფართი შოპი