ერთი წამითაც არ მეცოდება ადამიანი, რომელიც სიმდიდრისთვის დამცირებას ითმენს - ბაია პატარაია

07 Mar 2021 16:56

უფლებადამცველი ბაია პატარაია „ტვ პირველის“ იმ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელიშიც სავარაუდოდ ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.


„ღარიბაშვილი შემეცოდა იმ უხერხული სიცილებისთვისო, ბევრმა დაწერა. არა! ერთი წამითაც არ მეცოდება ადამიანი, რომელიც სიმდიდრისთვის და ძალაუფლებისთვის ითმენს დამცირებას.


ღარიბაშვილი ჩემ პარალელურ კურსზე სწავლობდა და ბევრი არჩევანი ჰქონდა ცხოვრებაში. მან ივანიშვილების მონობა აირჩია.


მე მხოლოდ ჩვენი ხალხი მეცოდება, რომელსაც არჩევანის უფლება წაართვეს და თავზე ბერას ლაქია დაასვეს.


მოვითხოვ რიგგარეშე, თავისუფალ, სამართლიან და თანასწორ არჩევნებს!“ - წერს ბაია პატარაია.


რეზონანსი






კომენტარები:

ფართი შოპი