4 წლის განმავლობაში არც ერთხელ მინახავს, არც მქონია იქ ნახვის სურვილი” - რას ჰყვება ნინო დარასელი საპატიმროში მყოფ დედაზე

07 Mar 2021 19:58

რუსუდან კერვალიშვილი საპატიმროს მალე დატოვებს. მისი ქალიშვილი ნინო დარასელი დედის მოლოდინზე საუბრობს. მისი თქმით, რუსუდანს შეწყალება არ მიუღია, არამედ საპატიმროში ყოფნის სრული ვადა - 4 წელი ამოიწურა.


„ძალიან მოულოდნელი იყო რუსოს ჩვენთან აღარ ყოფნა და ახლა ეს დაბრუნება, ბუნებრივია, რადგან სრული დრო გავიდა. ინფორმაცია ისე გამოქვეყნდა, თითქოს შეწყალება მიიღო. სინამდვილეში ვადა ამოიწურა - ოთხი წლის წინაც ეს თარიღი ვიცოდით", - ამბობს ნინო.


მისივე თქმით, ძალიან ეშინია დედასთან შეხვედრის და ბევრს ფიქრობს ამაზე.


„იმდენად მეშინია ამ შეხვედრის, იმდენად დიდი ემოცია მაკავშირებს რუსოს დაბრუნებასთან, ამაზე ვერც კი ვფიქრობ. ჩემს ცხოვრებაში რუსოსა და მაიას დაბრუნება უდიდესი ემოცია იქნება. თან, სულ მეშინია და ვფიქრობ ხოლმე, ხომ ყველაფერი კარგად იქნება და ნამდვილად დაბრუნდებიან?!


ოთხი წლის განმავლობაში არც ერთხელ მინახავს. ორჯერ კლინიკაში გამოსული დავინახე შორიდან. მართალი გითხრათ, არც მქონია იქ ნახვის სურვილი. არ მინდოდა, იმ რეალობაში დამენახა. ვაპროტესტებ იმას, რაც მოხდა, ასე გადავწყვიტე. მისი სურვილიც იყო. არ უნდოდა, იმ სიტუაციაში გვენახა..." - ამბობს ნინო დარასელი.




რეზონანსი







კომენტარები:

ფართი შოპი