ბექა ფერაძე - 8 მარტიდან შიდა სივრცეებში სარესტორნო ბიზნესი იხსნება, თუმცა ცოცხალი მუსიკის შესრულება შეზღუდვად რჩება

07 Mar 2021 20:18

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ხვალ, 8 მარტიდან რეგულაციების ნაწილი მსუბუქდება, 1-ელ აპრილამდე კვლავ შეზღუდვად რჩება სარესტორნო ბიზნესში ცოცხალი მუსიკის შესრულება.


როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთი კულტურული ღონისძიების მასშტაბი გაცილებით დიდია და როგორც ხალხის მობილობის გაკონტროლება, ასევე, რეგულაციების დაცვა ძალიან ძნელია.


"საზოგადოებრივი კვების ობიექტებთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად არის დარღვევები, როდესაც სახეზე გვაქვს სოციალური ღონისძიება, რაც დღეის მდგომარეობით აკრძალულია. ანუ, ისეთი ღონისძიება, სადაც ხდება ბევრი ადამიანის ერთობლივად, ერთ სივრცეში თავშეყრა. მიუხედავად იმისა, რომ 8 მარტიდან იხსნება შიდა სივრცეებში სარესტორნო ბიზნესი, კვების ობიექტები, 1-ელ აპრილამდე კვლავ შეზღუდვად რჩება ცოცხალი მუსიკის შესრულება, ვინაიდან ეს დამატებით იწვევს ღონისძიების მასშტაბის ზრდას და ასევე, როდესაც ასეთი კულტურული ღონისძიება ტარდება, მასშტაბი გაცილებით დიდია და ამ პროცესში ხალხის მობილობის, ისევე როგორც რეგულაციების დაცვა ძალიან ძნელია", - განაცხადა ფერაძემ.


8 მარტიდან ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული კიდევ რამდენიმე შეზღუდვა იხსნება.


მათ შორის იხსნება: სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები, ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით; რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა; არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ.


ამასთან, ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა;





კომენტარები:

ფართი შოპი