თელავში 27 წლის ბიჭმა, სავარაუდოდ, მშობლები და ბებია მოკლა

07 Mar 2021 21:28

თელავში მკვლელობა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, 27 წლის მამაკაცმა მშობლები და ბებია მოკლა.


ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის ხმა გაიგეს. მათი თქმით, ახალგაზრდას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.


როგორც შსს-ში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, გარდაცვლილია ერთი ოჯახის სამი წევრი. პოლიცია მობილიზებულია შემთხვევის ადგილზე, დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.


უწყების ინფორმაციით, ქალაქ თელავში მომხდარ ფაქტზე გამოძიება მინდინარეობს ოჯახური ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით (სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლი).





კომენტარები:

ფართი შოპი