ხანძარი ბათუმში - არის მსხვერპლი

07 Mar 2021 23:24

ბათუმში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. ცეცხლი პუშკინის 176 ნომერში 2 სართულიანი კორპუსის პირველ სართულზე, საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა.


მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილია სახლის მეპატრონე 62 წლის კაცი, რომელიც ვერ გადაადგილდებოდა და მისი დროულად გამოყვანა ცეცხლმოკიდებული ბინიდან სავარაუდოდ ვერ მოხერხდა.


ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია. ჯერ უცნობია გამომწვევი მიზეზი, თუმცა ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ ხანძარი ელექტროგამათბობლიდან, ან სიგარეტის ნამწვიდან გაჩნდა.


ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.



მთავარი არხი.





კომენტარები:

ფართი შოპი