საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ძველ თბილისში კერძო ინვესტიციით მაღალი კლასის სასტუმრო შენდება

08 Mar 2021 00:09


ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო


საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ძველ თბილისში კერძო ინვესტიციით მაღალი კლასის სასტუმრო შენდება. მიუხედავად მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული არაორდინარული ვითარებისა, საქართველოში მოქმედმა საინვესტიციო კომპანია MCI PROJECT-სა და საერთაშორისო სასტუმროების ქსელ Wyndham-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, კომპანია MCI PROJECT გახდა უმაღლესი კლასის სასტუმრო ბრენდის REGISTRY COLLECTION-ის ოფიციალური წარმომადგენელი და ექსკლუზიური მფლობელი. აღნიშნული სტატუსის მიღება კომპანიის მენეჯმენტმა საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის შუამდგომლობით, ორწლიანი დეტალური და პროფესიონალური მოლაპარაკების შედეგად მოახერხა, ვინაიდან ბრენდი არაერთი მკაცრი კრიტერიუმის დაკმაყოფილებას ითხოვს. მათ შორისაა ინვესტიციის მოცულობა და მართვა.


Wyndham-ის პროგნოზით, მომავალი 10 წლის განმავლობაში საქართველოში 3 უნიკალური სასტუმროს მშენებლობაა, COLLECTION -ის წოდებით და მაღალი სტანდარტით - შესაძლებელი იქნება და MCI PROJECT სამივეს ექსკლუზიური მფლობელი იქნება. სასტუმროს მშენებლობის ინვესტიცია 30 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო სასტუმროში ნომრების რაოდენობა 100 იქნება.



imedinews.ge 






კომენტარები:

ფართი შოპი