უნდა აიკრძალოს თუ არა საზოგადოებაში სახის სრულად დაფარვა - შვეიცარიაში რეფერენდუმი ტარდება

08 Mar 2021 00:17


ფოტო: shutterstock.com

დღეს შვეიცარიის მოსახლეობა რეფერენდუმშია ჩართული - მათ უნდა გამოხატონ საკუთარი პოზიცია იმის შესახებ, უნდა იყოს თუ არა აკრძალული სახის სრულად დაფარვა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.


არაა გამორიცხული, ხელისუფლებამ რეფერენდუმის შედეგების მიხედვით იხელმძღვანელოს და საზოგადოებაში ისეთი სამოსით გამოჩენა აკრძალოს, როგორიცაა ტრადიციული მუსლიმური ბურკა ან ნიქაბი.


„შვეიცარიაში ჩვენი ტრადიციაა, რომ სახეს ვაჩენთ. ეს ჩვენი ძირითადი თავისუფლებების ნიშანია ”, - ამბობს რეფერენდუმის კომიტეტის თავმჯდომარე.


დასავლეთის ქვეყნებში მუსლიმურ ტანსაცმელზე შეზღუდვების დაწესება აქტუალური ტერორიზმის გააქტიურების ფონზე და უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების აუცილებლობიდან გამომდინარე გახდა. მიუხედავად ამისა, ყველა მსგავს შეზღუდვას მოჰყვება აქტიური დისკუსია იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს სეკულარიზმის პრინციპის აღმსარებლობის თავისუფლებასა და გამოხატვის თავისუფლებასთან შეთავსება.




imedinews.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი