პატრიარქი ტელემარათონის ორგანიზატორებსა და მოქალაქეებს მიმართავს, დაეხმარონ მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს

08 Mar 2021 11:35

პატრიარქი ტელემარათონის ორგანიზატორებსა და მოქალაქეებს მიმართავს, დაეხმარონ მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს.


ტელეკომპანია „იმედის" ეთერში სიმსივნის დიაგნოზის მქონე ბავშვების დასახმარებლად ტელემარათონი მიმდინარეობს, რომელსაც „საქართველოს სოლიდარობის ფონდი", „ევროპის უნივერსიტეტის" მხარდაჭერით მართავს. ცოტა ხნის წინ გადაცემა „ავტოგრაფის" ეთერში, ტელემარათონის წამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის წერილი წაიკითხა.


„ღმერთმა დალოცოს ჩვენი ბავშვები, ჩვენი შვილები, განსაკუთრებით კი მინდა, დავლოცო ისინი, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, მათ შორის სიმსივნით დაავადებულნი. იმედი და შეწევნა ღვთისა არ მოჰკლდებოდეთ მათ და მათ ოჯახებს. ასევე, მინდა დავლოცო ყველა ის ადამიანი, ვინც ასეთ მოზარდებს სიკეთეს უკეთებს და ეხმარება სულიერად და მატერიალურად", - აღნიშნულია პატრიარქის წერილში.


რეზონანსი







კომენტარები:

ფართი შოპი