ირაკლი ღარიბაშვილი ბერას ქოლგით დაყვებოდა, - ამის შესახებ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" იხსენებს. მან 2011 წელი და გადაცემის ჩაწერა გაიხსენა, როცა ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება გახმაურებული ჯერ კიდევ არ ჰქონდა და ბერასთან ინტერვიუს "ნანუკას შოუსთვის" წერდა.
ამბობს, რომ მაშინ, ბერას პროდიუსერი და შემდეგ უკვე პირადი ასისტენტი დღევანდელი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო.
ბერასთან რომ დაგვაკონტაქტეს გადაგვამისამართეს ვინმე ირაკლისთან. რომელიც იყო მისი პროდიუსერი. იკა. პირადი ასისტენტი იყო, პროდიუსერი... მე ყოველთვის გამიგია, რომ ღარიბაშვილი განსაკუთრებული მონაა, მაგრამ ასეთი განსაკუთრებული მონა, მაინც მე ვფიქრობ, რომ არავის წარმოგვედგინა. რას უწონებს, რაზე იცინის, ეს იყო რამაც გამაოგნა... მაშინ პროდიუსერი ირაკლი [ღარიბაშვილი] დამოუკიდებლად იღებდა გადაწყვეტილებებს. ძალიან სწრაფად მიდიოდა მოლაპარაკებები. მას შეეძლო, დამოუკიდებლად ეთქვა, რომ არა ბერა, ასე არა.. ეს ჩვეულებრივი პროცესია... ანაკლიაში ბერას პირადი ასისტენტი იყო ღარიბაშვილი. ქოლგით დაყვებოდა მას. იქ უამრავი ადამიანი იყო, ათობით, ვინც ამას ხედავდა. იქ უკვე ბუკვალურად განსაზღვრავდა სად უნდა დამჯდარიყო ბერა, როგორ უნდა ეჭამა და აშ, - ყვება ნანუკა ჟორჟოლიანი.
მთავარი არხი.