განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა. მინისტრი ცნობილ ენათმეცნიერსა და ფილოლოგს, მზექალა შანიძეს ეწვია. მას წელს წელს 95 წელი შეუსრულდა.
მიხეილ ჩხენკელმა კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძეც მოინახულა. მინისტრმა ქალთა დღე მიულოცა 62-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორ მასწავლებელს გულიზარ ბიწაძეს, რომელიც 60 წელია პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა.
მინისტრი ასევე ესტუმრა ტიტულოვან ქართველ მხატვრულ ტანმოვარჯიშეს, ნელი სალაძეს, რომელიც 81 წლის ასაკში მოქმედი მწვრთნელია.
imedinews.ge