ქალების მხარდასაჭერად, ევროკავშირი საქართველოში ახალ კამპანიას იწყებს

08 Mar 2021 13:19

ქალთა საერთშორისო დღეს, 8 მარტს ევროკავშირი საქართველოში ახალ საინფორმაციო კამპანიას - „ძლიერი ქალები-ძლიერი საქართველო“ იწყებს.


როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობა განმარტავს, კამოპანიის მიზანი იმ უმნიშვნელოვანესი როლის წარმოჩენაა, რომელსაც ქალები ასრულებენ როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში - უფრო თანასწორი მომავლის შესაქმენლად.


„გამოგვყევით Facebook და Instagram გვერდებზე, მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში იმ ლიდერი ქალების შესახებ მოგიყვებით, რომელებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თავიანთი თემებისა და ქვეყნის განვითარებაში და ვისაუბრებთ ისეთ თემებზე, როგორიცაა გენდერული ნიშნით ძალადობა და ქალები COVID-19 პანდემიის დროს“ - აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.


ქალთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ. 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გაერომ 1975 წელს აღიარა.



imedinews.ge 






კომენტარები:

ფართი შოპი