მეგან მარკლის განცხადებით, სამეფო ოჯახში მისი ვაჟის კანის ფერზე მის დაბადებამდე ღელავდნენ

08 Mar 2021 14:25

პრინც ჰარის მეუღლე მეგან მარკლი აცხადებს, რომ მათ ვაჟს არჩის პრინცის ტიტულზე უარი იმის გამო ეთქვა, რომ სამეფო ოჯახში მის დაბადებამდე ღელავდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი კანის ფერი ექნებოდა მას.


სასექსის ჰერცოგინიამ CBS-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მას ბრიტანეთის სამეფო ოჯახში ცხოვრება ისე გაუჭირდა, რომ ზოგჯერ „სიცოცხლე აღარ სურდა.“


მეგან მარკლი თქმით, ყველაზე ცუდი მომენტი მისთვის ის იყო, როდესაც ჰარის ოჯახის ერთმა წევრმა ჰკითხა, "რამდენად მუქი" შეიძლებოდა ყოფილიყო მათი შვილის კანი. თუმცა, სასექსის ჰერცოგინიამ არ დააკონკრეტა, სამეფო ოჯახის რომელმა წევრმა დასვა ეს კითხვა.

ცნობისათვის, 39 წლის მეგან მარკლის დედა შავკანიანია, მამა კი თეთრკანიანი.





კომენტარები:

ფართი შოპი