სერგეი ლავროვი თანამდებობას ტოვებს

22 Mar 2018 01:39

სერგეი ლავროვი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს დატოვებს და ქვეყნის მომავალი მთავრობის შემადგენლობაში აღარ იქნება, რომელსაც პრეზიდენტი პუტინი უახლოეს თვეებში ჩამოაყალიბებს. ამის შესახებ RTVI რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით იუწყება. - წერს „იმედინიუსი“.

წყაროების ცნობით, ლავროვს უკვე რამდენიმე წელია თანამდებობის დატოვება სურს, რომელზეც ის 2004 წლიდან მუშაობს. პირველ რიგში მას წასვლა იმიტომ სურს, რომ თითქოს დაიღალა. ის მინისტრად პუტინის დაჟინებული თხოვნით პრეზიდენტის არჩევნებამდე დარჩა.

RTVI-სთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ამბობს, რომ მან არ იცის, დარჩება თუ არა ლავროვი მინისტრის თანამდებობაზე.

მის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატი სახელდება, თუმცა ყველაზე რეალურად ლავროვის მოადგილე, ალექსანდრ გრუშკოს სახელდება. ასევე ვარაუდობენ, რომ ახალი მინისტრი შეიძლება პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი იყოს.

ლავროვთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ამჟამინდელი მინისტრი პენსიაზე წასვლას არ გეგმავს. ის სავარაუდოდ, უშიშროების საბჭოში გადავა.

ლავროვმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა 2004 წლის 9 მარტს დაიკავა, ზუსტად წინა დღეს, სანამ პუტინი კასიანოვის მინისტრთა კაბინეტს დაითხოვდა და პრემიერის პოსტს მიხეილ ფრადკოვს შესთავაზებდა. მანამდე ლავროვი რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი იყო გაეროში.


კომენტარები:

ფართი შოპი